პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ზვიად გამსახურდიას საფლავზე | 31.03.2023

პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგეს. ირაკლი ღარიბაშვილი და შალვა პაპუაშვილი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდნენ, სადაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საფლავი ყვავილებით შეამკეს.

საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას დღეს 84 წელი შეუსრულდებოდა.