მმართველი გუნდი პრეზიდენტის წინააღმდეგ | 31.03.2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის  განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის  ყოველწლიურ მოხსენებაში ბევრი გაუგებარი განცხადება იყო და ეს არ იყო იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც საკუთარ სახელმწიფო ინტერესზე უნდა ზრუნავდეს. სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ, რომ “ხელისუფლებამ ნელნელა დაიწყო ფერისცვალება”, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტმა ფერი თავად იცვალა.