ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაცია | 31.03.2023

პრემიერ-მინისტრის  განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა და კეთდება იმისათვის, რომ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ყველა ვალდებულება პირნათლად შესრულდეს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა  ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 12 – პუნქტიანი გეგმის მეოთხე ნაწილი სწორედ ანტიკორუფციული მექანიზმის გაძლიერებას გულისხმობდა, რისთვისაც ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა.

ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაცია ცერემონიების სასახლეში გაიმართა.  ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა.