პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა და კეთდება იმისათვის, რომ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ყველა ვალდებულება პირნათლად შესრულდეს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 12 – პუნქტიანი გეგმის მეოთხე ნაწილი სწორედ ანტიკორუფციული მექანიზმის გაძლიერებას გულისხმობდა, რისთვისაც ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა.
ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაცია ცერემონიების სასახლეში გაიმართა. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა.