ხვალ ჩემი ბოლო დღე იქნება სახალხო დამცველის აპარატში – გიორგი ბურჯანაძე თანამდებობას ტოვებს | 30.03.2023

სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე თანამდებობას ტოვებს. როგორც ბურჯანაძე სოციალურ ქსელში  წერს, აღნიშნულ პოსტს ის ოფიციალურად 31 მარტს დატოვებს.  გიორგი ბურჯანაძე სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებდა. ის  ახალი სახალხო დამცველის არჩევნებშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა “ქართულმა ოცნებამ” მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. 7 მარტს კი პარლამენტმა ომბუდსმენად ლევან იოსელიანი აირჩია.

“მეგობრებო ხვალ ჩემი ბოლო დღე იქნება სახალხო დამცველის აპარატში. არ ჩამოვთვლი უამრავ ფაქტორს, რატომაც მე ამ ეტაპზე აპარატში საქმიანობას ვერ გავაგრძელებდი. ამ კვირაში დავწერე გადადგომის შესახებ განცხადება და 31 მარტის 12 საათიდან ოფიციალურად აღარ ვიქნები საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე.   ლევანს არჩევის დღესვე ვუთხარი, რომ მარტის ბოლომდე შემეძლო მხოლოდ დარჩენა აპარატში, რადგან დასასრულებელი იყო საპარლამენტო ანგარიში და სხვა მიმდინარე საქმეები.  62 თვის მანძილზე ნინო ლომჯარიასთან და სახალხო დამცველის აპარატის უამრავ გადასარევ კოლეგასთან ერთად ვიყავი საჯარო სამსახურში და მიუხედავად სახელმწიფო პროპაგანდისა და გამუდმებული თავდასმხებისა, გვქონდა ერთი ამოცანაყველა გაჭირვებული და უფლებდარღვეული ადამიანის პრობლემის გამოვლენა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის რეკომენდაციით მიმართვა რომ ეს გამოესწორებინათ.   ყოველთვის ვიამაყებრაც კი სახალხო დამცველს აქვს ან თეორიულად შეიძლება ჰქონდეს, ყველა შესაძლო სამართლებრივი მექანიზმი გამოვიყენეთ ამ ხუთ წელიწადში. ვიყავით მუდამ იქ სადაც პრობლემა იყო და არასდროს შეგვშინებია ვინმესი ან რამესიღმერთია მოწამე, მინდოდა საჯარო სამსახურის გაგრძელება და ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, მაგრამ რუსული კანონის ავტორებმა არაო. არაუშავს . რაღაც პერიოდი “დიდი ავიაციიდან” მივდივარ და ჩემი სამომავლო საქმიანობის ფარგლებში ნაკლები საჯაროობა მექნება, მაგრამ თემატიკა და მიზანი კვლავ მსგავსი და დიადი იქნება,”  – წერს გიორგი ბურჯანაძე.