“შალვა რამიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურად კოორდინირებული თავდასხმა მიმდინარეობს” | 30.03.2023

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ ამბობს, რომ POSTV-ის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურად კოორდინირებული თავდასხმა მიმდინარეობს. შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროვებაში ბოლო დღეების განმავლობაში არაერთმა ქალმა ამხილა.  მიუხედავად ამისა ირაკლი კოაბხიძე თვლის რომ ქალების უმეტესობა მოსყიდულია. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ საქმეში კეზერაშვილის ინტერესები იკვეთება. მისი თქმით, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა უშუალოდაა ჩართული რამიშვლის წინააღმდეგ კამპანიაში.  ირაკლი კობახიძის მსგავსად მამუკა მდინარაძეც თვლის, რომ შალვა რამიშივლის წინააღმდეგ ორკესტირებული შეტევა მიმდინარეობს.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე  მიხეილ სააკაშვილის საქმესაც გამოეხამურა.  ირაკლი კობახიძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის საქმის სტრასბურგში გაგზავნას ადვოკატები ვერ ბედავენ, რადგან იციან, რომ წაგებულები დარჩებიან. კობახიძის თქმით, სააკაშვილის დამცველები დროს წელავენ. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე კი მესამე პრეზიდენტს მანიპულაციებში ადანაშუალებს და ამბობს, რომ პატიმარი ექსპრეზიდენტი თვითდაზიანების რეჟიმს განაგრძობს.