სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა | 30.03.2023

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სამეგრელოში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. თავდაპირველად ის ენგურის ხიდზე იმყოფებოდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთიდან მომავალ და გალში წამსვლელ საქართველოს მოქალაქეებს შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.