რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი გრძელდება. მედიკოსები საავადმყოფოში ისევ შეიკრიბნენ და განცხადება გააკეთეს. ისინი ითხოვენ პრემიერსა და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას. მედიკოსებს აინტერესებთ, თუ როგორ დაასაქმებენ ექიმებს კლინიკის რეაბილიტაციის პარალელურად.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ მზად არიან „რესპუბლიკური საავადმყოფოს” თანამშრომლებს გაესაუბრონ და გასცენ პასუხი შეკითხვებზე, რაც მათ აქვთ საკუთარ დასაქმებასთან და საავადმყოფოს სამომავლო ბედთან დაკავშირებით.
22 მარტს, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ღია წერილი გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკის დემონტაჟი დააანონსა. ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ პროექტი “საავადმყოფოს განახლებას” ითვალისწინებს.