“ნაციონალური მოძრაობა” 9 აპრილის აქციისთვის ემზადება და ფლაერებს არიგებს | 30.03.2023

9 აპრილის აქციის კამპანიის ფარგლებში, “ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებმა, გიორგი მუმლაძემ, ნიკა ნარსიამ და კახა კვეკვესკირმა ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს და მოსახლეობა 9 აპრილს, 17:00 საათზე აქციაზე მიიწვიეს. მათი თქმით, 9 აპრილის აქცია მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსირონ მათი ურყევი, ევროპული არჩევანი.