მმართველი გუნდი ადასტურებს, რომ პარტიულ კონფერენციაზე საუბარი სხვა გამოწვევებთან ერთად ე.წ. „რუსულ კანონსაც“ ეხება. როგორც მამუკა მდინარაძემ ხელვაჩაურის ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პარტიულ კონფერენციაზე ამ თემაზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ როგორ იმუშავა „ფეიკ“ კამპანიამ აღნიშნული საკანონმდებლო პროექტის წინააღმდეგ. “ქართული ოცნების” ლიდერები აჭარაში პარტიულ კონფერენციებს მართავენ. ირაკლი კობახიძემ, კახი კალაძემ და მამუკა მდინარაძე ბათუმში, ხულოში, შუახევსა და ქედაში შეხვედრები უკვე გამართეს.