ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ლევან ხაბეიშვილს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შეხვდა | 30.03.2023

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს შეხვდა. დიპლომატი ოპოზიციური პარტიის ოფისში იმყოფებოდა. შეხვედრა ელჩის ინიციატივით შედგა.  საუბრის მთავარი თემები  9 აპრილის აქცია, 12 რეკომენდაციის შესრულება, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა და ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობა იყო.  ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ევროინტეგრაციის პროცესში ოპოზიციის და მათ შორის, მთავარი ოპოზიციური პარტიის მონაწილეობა მნიშვნელოვანია და მათ კონსტრუქციული როლი უნდა შეასრულონ.