დააკავეს ქალი, რომელიც თავს გენპროკურორთან დაახლოებულ პირად აცხადებდა | 30.03.2023

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა,  ერთი პირი დააკავეს. საგამოძიებო უწყების ცნობით, დაკავებული თავს პროკურატურის თანამშრომლად და საქართველოს გენერალურ პროკურორთან დაახლოებულ პირად აცხადებდა.

გამოძიების ინფორმაციით, მოქალაქეთა ნდობის მოპოვების მიზნით, ბრალდებული ყალბად სარგებლობდა პროკურორის სტატუსით. დანაშაული  6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.