“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, შალვა რამიშვილის მხრიდან სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტებს არ გმობს და პირიქით, ყველას მოუწოდებს მის წინააღმდეგ “პოლიტიკური შეტევა” შეწყვიტონ. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ვერ იქნება იმ “კამპანიის მხარდამჭერი”, რომელიც შალვა რამიშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ფიქრობს, რომ შალვა რამიშვილის წინააღმდეგ კამპანია დავით კეზერაშვილმა დაგეგმა.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, დღეს, ისევ ისაუბრა მიხეილ სააკაშვილზეც და გაიმეორა, რომ მესამე პრეზიდნეტის ოჯახი მის თვითდაზიანების პროცესშია ჩართული. კობახიძემ თქვა, რომ სტანდარტების მიხედვით, ძალით ვინმესთვის საკვების მიწოდება არ შეიძლება და სახელმწიფოს იმის რესურსი არ აქვს, რომ სხვანაირად იმოქმედოს.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტიკიცებს, რომ ევროკომისიის 12 პუნქტიდან დარჩა 2 კანონპროექტის მიღება და სხვა ვალდებულებები საქართველოს სრულიად შესრულებული აქვს. კობახიძის მტკიცებით, საქართველოში “პოლიტიკური პატიმრები არ არიან”.