რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ისევ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს. მედიკოსებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს და ასევე მოითხოვეს, სახელმწიფო დაუბრუნდეს კლინიკის რეაბილიტაციის პირვანდელ პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა რეკონსტრუქციის პარალელურად კლინიკის მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას, ასევე მედიკოსები ითხოვენ საავადმყოფოს დირექტორის, ზაზა ავალიანის გადადგომას.