აჭარაში გუშინ მომხდარ სტიქიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – არიან დაშავებულებიც. ძლიერი ქარის დროს ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე მოძრავ ავტომობილს ხე დაეცა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს 40 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. ქარმა ხის სახლი დაანგრია ჩაქვში – ნანგრევებში 80 წლამდე ქალი მოჰყვა. ძლიერმა ქარმა ბათუმში ათამდე სახლს სახურავი ახადა და წააქცია ხეები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და ავტომობილები. ძლიერმა ქარმა წააქცია დროებითი სამშენებლო კონსტრუქციებიც, რომლის ქვეშაც ხალხი მოყვა, დაზიანებულია ავტობუსის გაჩერებები. სამშენებლო მასალის ნაწილი ბათუმის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს ცვიოდა, როდესაც საქართველო- ნორვეგიას შორის მატჩი მიმდინარებდა. სტიქიამ პრობლემები შექმნა სამეგრელოსა და გურიაშიც.