აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მორიგი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან | 29.03.2023

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან მორიგი აქცია გამართეს. ისინი უწყებას მათი შვილებისთვის საჭირო პრეპარატის დაფინანსებას სთხოვენ. აქციის მონაწილეებს ჯანდაცვის სამინისტროსთან  მიტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერით: „ვითხოვთ ჩვენი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამალს!“, „ნუ წაართმევთ ჩვენს შვილებს ჯანმრთელობის უფლებას!“

აქციის  მონაწილეების თქმით,   თუ ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნულ წამალს არ დააფინანსებს, მაშინ შესაბამის სამართლებრივ გზას მიმართავენ.