სალომე ზურაბიშვილის მიმართვა აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ ,,დემოკრატიის სამიტზე“ | 29.03.2023

“ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია თბილისის ქუჩებში სამოქალაქო უფლებების ნებისმიერი კუთხით შეზღუდვის წინააღმდეგ გამოსვლითა და დემოკრატიულ პრინციპებთან ერთგულების დემონსტრირებით, რაც შთააგონებდა და შთააგონებს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე” – ეს მიმართვა  საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ ,,დემოკრატიის სამიტზე“ გაავრცელა. სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომზე და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.