ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ტერორისტ ანდრეს ბრეივიკს “ქართული ოცმების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეადარა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, განცხადებით, უბრალოდ ცინიზმია, როდესაც მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებების დარგში ენიჭება ჯილდო. კობახიძის შეფასებით ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის პრინციპული განსხვავება ერთადერთია, ბრეივიკმა 77 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ხოლო სააკაშვილმა ასეულობით ადამიანის სიცოცხლე. გარდა ამისა, კობახიძე ამბობს, რომ სააკაშვილის ადვოკატები ვერ ბედავენ სარჩელის სტრასბურგში გაგზავნას, რადგან მანამდე რამდენიმე საქმეე წააგეს. ირაკლი კობახიძემ დღეს ყოფილი პრეიდენტის ოჯახსაც მიმართა და მოუწოდა, რომ სათანადო კალორაჟის საკვები შეუტანონ, რადგან მისი თქმით, თვითდაზიანება ვერ გახდება პატიმრის გათავისუფლების საფუძველი.