რამდენი კილოა სააკაშვილი – რას ამბობს გიული ალასანია და რას ამბობს „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი | 28.03.2023

მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი 58 კგ-ს იწონის. ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს შესთავაზეს რეფიდინგის პროგრამა ელენე გიორგაძის ხელმძღვანელობით, რაზეც მესამე პრეზიდენტმა უარი თქვა, რადგან მსგავსი პროგრამა მან გორის ჰოსპიტალში უკვე გაიარა და მდგომარეობა სწორედ ამის შემდეგ გაუარესდა.

მიხეილ სააკაშივლის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით  კლინიკა “ვივამედის” დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი 64 კილოგრამს იწონის,  რაც გიული ალასანიას მიერ მოწოდებული ინფორმაციისგან განსხვავებული ციფრია.