გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საქართველოში, ორ დღიანი ვიზიტის შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, მოქალაქეებმა ევროკავშირის დროშებით გააცილეს. აქცია პერფორმანსის მოწყობის მიზეზი გახდა ის, რომ გუშინ ღამით, თბილისის აეროპორტში, ანალენა ბერბოკის ჩამოსვლის დროს, მხოლოდ საქართველოსა და გერმანიის დროშეები იყო აღმართული.