“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მეტროსადგურ ახმეტელთან 9 აპრილის აქციაზე მოსაწვევი ფლაერები დაარიგეს. 9 აპრილს “ნაციონალური მოძრაობა” 17:00 საათზე პარლამენტის წინ აქციას მართავს, რომლის მიზანი ლიდერების თქმით, ხელისუფლების იძულებაა ევროკავშირის 12 რეკომენდაცია შეასრულოს. ჯერჯერობით “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას სხვა პარტიები არ შეერთებიან.