ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ პარლამენტმა კვლავ მეორე მოსმენაზე დააბრუნა. საკომიტეტო განხილვები, სადაც დოკუმენტზე მუხლობრივი მსჯელობა იგეგმება, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან განახლდება. ამის მიზეზად, მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას ასახელებს. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანო ეუთო/ოდირისგან დოკუმენტზე დასკვნას ელოდება.
ოპოზიციის ნაწილი განხილვის პროცესში ჩართვას და რეკომენდაციების მაქსიმალურად გათვალისწინებისთვის, საკუთარი რესუსრების გამოყენებას აპირებს, ნაწილი კი პროტესტის ნიშნად კანონპროექტრის განხილვაში მონაწილეობაზე უარს ამბობს.