გინება და ჩხუბი პარლამენტში | 22.03.2023

საქართველოს პარლამენტში, სადაც, „თავდაცვის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობდა, პლენარული სხდომა  დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებით დაიწყო.  ერთმანეთს ოპოზიციონერი დეპუტატები და „ხალხის ძალის“ წევრები დაუპირისპირდნენ. თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება დამოუკიდებელ დეპუტატ  ტარიელ ნაკაიძესა და “ქართული ოცნებიდან” წასულ სოზარ სუბარს შორის მოხდა,  შემდეგ კი ხალხის ძალის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ  პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი მოგლიჯა და  ოპოზიციონერ დეპუტატს, ტარიელ ნაკაიძეს ჩაარტყა.  “ხალხის ძალის” დეპუტატები  მოპირდაპირე მხარეს მსხდომ ოპოზიციონერ კოლეგებს ჯაშუშებს და აგენტებს ეძახდნენ, რამაც სიტუაციაის გამწვავება გამოიწვია. სიტყვიერი დაპირისპირებაში  უმრავლესობის  სხვა წევრები და დარბაზში მყოფ ოპოზიციონერ დეპუტატებიც ჩაერთნენ.

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერ წევრ ტარიელ ნაკაიძეს „ხალხის ძალის“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის გარდა, სხდომათა დარბაზში დამონტაჟებული მიკროფონი უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, ლევან მგალობლიშვილმაც ესროლა. რამდენიმე წუთის განმავლობაში სხდომის გაგრძელება ვერ ხერხდებოდა. სიტუაციის განმუხტვას სხდომათა დარბაზში მანდატურები ცდილობდნენ.

“ხალხის ძალის” მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მისამართით შეურაცხმყოფელი  რეპლიკების გამო ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა.  შალვა პაპუაშვილს თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ, ანა ნაცვლიშვილმა, თამარ კორძაიამ და ტარიელ ნაკაიძემ მიმართეს და  სთხოვეს სხდომათა დარბაზში „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს ადგილები შეუცვალოს და სხვაგან გადასვას. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი პარლამენტის წევრების მხრიდან მსგავსი ქმედებები არის მუდმივი დაპირისპირების კერა.