კრიტიკული მედიის დევნა, მედია მენეჯერების უკანონო დაკავებები, ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ არაადამიანური მოპყრობა – საქართველოს შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. 57 გვერდიან დოკუმენტში საუბარია 5 ივლისის ძალადობაზე, დამნაშავე პირების დაუსჯელობაზე, ასევე, 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცებისა და გადმოცემის საქმეებზე. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოველწური ანგარიში, მედიას ენტონი ბლინკენმა თავად გააცნო. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მთავარი არხის გენერალური დირექტორის პატიმრობაზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნიკა გვარამიას გასამართლებამ გამოავლინა „მთავრობის მზარდი გავლენა სასამართლოებზე რიგ საქმეებში, რომლებიც მიზნად მათი კრიტიკოსებისა და ოპონენტების დათრგუნვას ისახავს. აშშ-ს სახლემწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, ასევე საუბარია მესამე პრეზიდენტის საქმეზე, სადაც წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნებამდე დაუსწრებლად გაასამართლეს სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კუთხით.57-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც სრულად საქართველოს ეძღვნება, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებზე დაყრდნობით წერია, რომ “ომბუდსმენმა ხელისუფლებას, წლის განმავლობაში, არაერთხელ მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის დროული და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიათ”.