პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ აფასებს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გამოცემის შესახებ და ამბობს, რომ სამყარო მესამე მსოფლიო ომის წინაშე დგას. პრემიერმა პუტინთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ ამის თაობაზე გუნდის წევრებმა განმარტება და განცხადებები გააკეთეს. როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ახლა მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებაა.