ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა | 20.03.2023

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში დღეს ჩავიდა.  ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთის ლიდერი ეწვია რუსეთს, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა  დაიწყო მისი არაპროვოცირებული, სრულმასშტაბიანი ომი  უკრაინაში. ვიზიტი 3 დღის განმავლობაში, 20 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.