სამმა პარტიამ ბრიუსლეში ვიზიტი და შეხვედრები შეაჯამა | 20.03.2023

“გირჩი – მეტი თავისუფლების”, “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “დროას” ლიდერებმა სტრასბურგსა და ბრიუსელში გამართული ვიზიტი შეაჯამეს. როგორც 3 პარტიის ერთობლივ ბრიფინგზე “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, შეხვედრების ძირითადი თემა კანდიდატის სტატუსის მიღება იყო. ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, ევროკავშირის რიგ სტრუქტურებში აქვთ კითხვები, თუ სად არის საქართველო უკრაინის ომის დროს.