რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მოსკოვმა “გულდასმით შეისწავლა” პეკინის მიერ შეთავაზებული წინადადებები და ყოველთვის ღიაა მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს კრემლში მასპინძლობისას განუცხადა. პუტინის თქმით, ისინი პატივს სცემენ ჩინეთის ინიციატივას, მოაგვარონ სიტუაცია უკრაინაში.
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში დღეს ჩავიდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთის ლიდერი ეწვია რუსეთს, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა დაიწყო მისი არაპროვოცირებული, სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში. ვიზიტი 3 დღის განმავლობაში, 20 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.