მედვედევის მუქარა ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებს | 20.03.2023

დმიტრი მედვედევი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სარაკეტო დარტყმით ემუქრება. ის ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას ეხმაურება. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, სასამართლოს გადაწყვეტილებას საერთაშორისო სამართლის სისტემის საბოლოო დანგრევა უწოდა.

„სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ სასამართლოს შენობისთვის ჰიპერბგერითი რაკეტის სროლა რუსეთის გემიდან. ასე რომ, ბატონო მოსამართლეებო, ყურადღებით იყურეთ ცაში,” – დაწერა ტელეგრამზე მედვედევმა.