„ქართული ოცნების“ დეპუტატი, პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე პარლამენტს და დეპუტატის მანდატს ტოვებს. არსებული ინფორმაციით, კოვზანაძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება უკვე დაწერა, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს განსახილველად გადაეცა. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტიდან წასვლას აპირებენ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები დავით სერგეენკო, ვლადიმირ ჩაჩიბაია, ნინო იობაშვილი და გიორგი ხელაშვილიც. თუმცა ინფორმაცია, ჯერ არ დადასტურებულა.