20 ივნისს ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, 7-8 მარტის პროტესტი კი იყო მშვიდობიანი – გახარია | 17.03.2023

“20 ივნისს ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, 7-8 მარტის პროტესტი კი იყო მშვიდობიანი” – ამის შესახებ, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ “დოიჩე ველესთან” ინტერვიუში ისაუბრა. ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ  2019 წლის 20 ივნისის აქციისგან განსხვავებით, 7-8 მარტის აქციები იყო მშვიდობიანი და ამიტომ აკრიტიკებს პოლიციას და შსს-ს ამჟამინდელ ქმედებებს.

ამასთან, გახარიამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქმედი მთავრობა არ არის დაინტერესებული ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამავდროულად, დაინტერესებულია, ეს ვინმე სხვას დააბრალოს. გახარიამ ისაუბრა ბიძინა ივანიშვილზეც და თქვა, რომ  ის ცდილობს ქვეყანა მართოს ჩრდილიდან, თავისი მარიონეტების მეშვეობით.