“პუტინის პატიმრები” – ამ სახელწოდებით ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. საერთაშორისო კონფერენციას მიხეილ სააკაშვილის, ვლადიმერ კარა მურზას ოჯახის წევრები და ევროპარლამენტარები დაესწრნენ. დებატებს ესწრებოდა მესამე პრეზიდენტის ოჯახიც. ექსპრეზიდენტის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა მამის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის. ედუარდ სააკაშვილმა ევროპარლამენტს და დასავლელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სტრასბურგში იმყოფება მაგნიტსკის სიის მთავარი ავტორი, უილიამ ბროუდერიც, რომელიც ამბობს, რომ პუტინი სააკაშვილის წინააღმდეგ პერსონალურ ვენდეტას აწარმოებს.