საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ვიდეო თავად ევროპულმა საბჭომ გაავრცელა.
“პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კიდევ ერთხელ დავადასტურე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს ევროპულ გზაზე. ასევე მივესალმე მის როლს ქართველი ხალხის მისწრაფებების წინსვლაში,” – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი Facebook-ზე წერს.
„ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება მიენიჭებინა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა არის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული. რეფორმების კუთხით პროგრესი გადამწყვეტია“, – აცხადებს შარლ მიშელი.