„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას“ ქართველი მწერლები და ლიტერატორები უერთდებიან | 14.03.2023

„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას“ ქართველი მწერლები და ლიტერატორები უერთდებიან, რომლებიც პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით მიმართავენ. მოძრაობის წევრების შეფასებით “მთავარი არხის” ხელმძღვანელი  უსამართლოდ არის დაკავებული, ამიტომ ახლა გაჩუმება არ შეიძლება. მათი თქმით, გვარამიას პატიმრობა საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებას, მედიას და ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.მწერლები და გამომცემლები საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, გადადგას ქმედითი ნაბიჯები 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის, მე-7 რეკომენდაციის შესასრულებლად და შეიწყალოს ნიკა გვარამია.