კობახიძის გზავნილები დაშინების მცდელობაა – ოპოზიცია | 14.03.2023

ირაკლი კობახიძის ბრიფინგს, სადაც მან ვრცლად ისაუბრა 7-8 მარტის აქციებზე, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. ოპოზიცონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ  კობახიძის გზავნილები დაშინების მცდელობაა,  და მმართველი გუნდის წარმოამდგენლები, პირადი ანგარიშსწორებით იმუქრებიან.

ოპოზიციაში ამბობენ იმასაც, რომ თუ მთავრობა ახალგაზრდების მიმართ რეპრესიებს დაიწყებს, მზად არიან დაიცვან სამარტლებრივი და ფიზიკური ძალისხმევითაც. მათივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებისთვის, გულწრფელი პროტესტი, საფრთხეს არ წარმოადგენდეს.