“ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის შენობის წინ რადიკალური პრორუსულო ჯგუფების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტს. შალვა პაპუაშვილის თქმით, რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, კარგი იქნებოდა ოპოზიციონერ დეპუტატებს განცხადებები მაშინაც გაეკეთებინათ, როცა პარლამენტის შენობაზე წარწერები კეთდებოდა და პარლამენტის ჭიშკრის დამტვრევის მცდელობა იყო.