“ალტ ინფოს” წევრებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს | 14.03.2023

რადიკალური პრორუსული ჯგუფების წარმომადგენლებმა,  საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. “ალტ ინფოს” მიერ ორგანიზებულ აქციაზე 300-მდე  პირი იმყოფებოდა.  აქციის ორგანიზატორებმა 3 მოთხოვნა დააყენეს. ისინი ითხოვენ: ჩატარდეს რეფერენდუმი და „აგენტებს დაერქვათ თავის სახელი”, ასევე 5 ივლისს დაკავებულები გათავისუფლდნენ და „სამაგალითოდ დაისაჯონ“ ისინი, ვინც მათი თქმით, „გადატრიალებას აორგანიზებდა”.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირების შემდეგ, მათ დააჯარიმებენ.