გასული კვირის მოვლენები სამი ოპოზიციური პარტიის: „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერებმა ერთობლივ ბრიფინგზე შეაჯამეს. მათი თქმით, “სისტემა არც ისე ძლიერია” და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერი უნდა გააკეთონ პოლიტიკურმა პარტიებმა და მოქალაქეებმა. ლიდერებს ბრიფინგზე კონკრეტულ სამომავლო ნაბიჯებზე არ უსაუბრიათ, თუმცა ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებამ ისევ უნდა სცადოს კონსოლიდაცია. პარტიებს კი დაწყებული აქვთ კონსულტაციები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.