უკრაინის რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს პასუხობს. არახამია Telegram-ზე წერს, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არ ესმის, რომ საქართველოში დემოკრატიის შენარჩუნებაა მთავარი და აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილი ამას მაშინ გაიაზრებს, “როდესაც მისი უახლოესი გარემოცვის ანგარიშები და ტრანზაქციები გამოქვეყნდება”.
“მთელ მსოფლიოს ესმის, რომ დემოკრატიის შენარჩუნება საქართველოში, რომლის ხელისუფლებაც სავსეა რუსი აგენტებით, მთელი მსოფლიო საზოგადოების მთავარი ამოცანაა. ქართველ ხალხს ეს ესმის, საქართველოში ათიათასობით ახალგაზრდას ესმის, მაგრამ პრემიერი თითქოს არ ესმის. მე ვფიქრობ, რომ ის ამას მაშინ გაიგებს, როცა გამოქვეყნდება მისი უახლოესი წრის ანგარიშები და ტრანზაქციები. სამწუხაროა, რომ საქართველოში ამას არავინ გამოიძიებს, რადგან “ხელი ხელს ბანს”. ამ დრომდე აშინებენ ქართველ ერს იმით, რომ უკრაინას თითქოს საქართველოს ომში ჩართვა სურს. ჩვენ, როგორც არავის, გვესმის, რა არის ომი და რუსეთის გარდა ვერავის ვუსურვებთ ასეთ ტანჯვას. უკრაინას სურს თავის ქართველ ძმებთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება და ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, თუ როგორ მიდის საქართველოს ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით,” – დავით არახამიას განცხადება.