თუ მართლა ასე ფიქრობთ, იქნებ ევროპაში თქვენი ადგილი არ არის?! – ჰენდრიკ ილვესი ღარიბაშვილს | 13.03.2023

“თუ მართლა ასე ფიქრობთ, იქნებ ევროპაში თქვენი ადგილი არ არის,” – ასე გამოეხმაურა ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოს პრემიერ-მინისტრის,  განცხადებას, რომ ევროპარლამენტარებს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ.

„თუ მართლა ასე ფიქრობთ, იქნებ ევროპაში თქვენი ადგილი არ არის. რა თქმა უნდა, მას არ აქვს ადგილი მსგავსი განცხადებებისთვის და აბსოლუტურად კარგად იქნება მათ გარეშე, ვინც ასე იქცევა ევროპის მიმართ“, – წერს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი.