ვიოლა ფონ კრამონი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს პასუხობს | 13.03.2023

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი  პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ 100 ევროპარლამენტარი კორუფციის სკანდალშია გახვეული.  კრამონი ამბობს, რომ სურს წყაროს ნახვა, რაზე დაყრდნობითაც ღარიბაშვილმა ეს განცხადება გააკეთა.

“საინტერესოა, რომ ამ ევროპარლამენტარების უმეტესობა არის სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფიდან, რომელიც “ქართული ოცნების” პარტნიორი პარტიაა. თუმცა, სად იპოვა ღარიბაშვილმა რიცხვი (100)? მან ჩვენზე მეტი იცის. ვისურვებდი წყაროს ნახვას, თუ შეიძლება”, – წერს კრამონი.