ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსად მისი თანაგუნდელებიც თვლიან, რომ 7-9 მარტს გამართული აქციების დროს ახალგაზრდებს ოპოზიცია პარტიული მიზნებისთვის იყენებდა. პრემიერის მსგავსად დედალაქის მერი, კახა კალაძეც ირწმუნება, რომ რუსული კანონის მიღება არ ხდებოდა, და ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ.
ღარიბაშივლის მუქარის ფონზე ოპოზიცია უკომპრომისო ბრძოლას აანონსებს. “არ გვეშინია!” – სწორედ ასე პასუხობენ ირაკლი ღარიბაშივილის გუშინდელ გზავნილებს ოპოზიციაში. პრემიერ-მინისტრის განცხადებები ოპოზიციურმა სპექტრმა მუქარად აღიქვა. ოპონენტების შეფასებით, ღარიბაშვილის მხრიდან აქციის მონაწილე ახალგაზრდების ანარქისტებად და სატანისტებად გამოცხადება პრემიერის ძალიან მძიმე ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მიუთითებს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებებზე საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურების გამო, მთავრობა იძულებული გახდა დამატებითი განმარტებები გაეკეთებინა. მთავრობის სტრატკომმის განცხადებით ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ირაკლი ღარიბაშივლის ინტერვიუს შემდეგ, სოციალურ ქსელებსა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ მედიასაშუალებებში მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია და მიზანმიმართულად ხდება პრემიერ-მინისტრის განცხადებების არასწორი ინტერპრეტირება. მათი განმარტებით, ასევე, ყალბი ციტატების ტირაჟირებით ვრცელდება „ფეიკნიუსები“.
სატანისტები, ანარქისტები, ტვინგამორეცხილები, ოპოზიციის მიერ მართულები – სწორედ ეს ტერმინოლოგია გამოიყენა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთაველზე, რუსული კანონპროექტის გასაპროტესტებლად გამოსული ხალხის შესაფასებლად. პრემიერი ირწმუნება, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე მყოფი ახალგაზრდები “ნაციონალურ მოძრაობასთან” არიან კავშირში. ღარიბაშვილის მტკიცებით, ე.წ ფრანკლინის კლუბში, რომელიც სააკაშივლის დედის გიული ალასანიას უნივერსიტეტშია შექმნილი, ახალგაზრდებს ტვინებს ურეცხავენ. პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია იმედის ეთერში რეპრესიები ღიად დაანონსა და თქვა რომ ყველა ვინც რუსთაველზე იდგა იდენტიფიცირებულია და ყველა უმკაცრესად იქნება დასჯილი.
ირაკლი ღარიბაშვილის კრიტიკის სამიზნე მხოლოდ რუსთაველზე შეკრებული საზოგადოება არ იყო, პრემიერმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა დასავლელი პარტნიორები და ომში მყოფი ქვეყნის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ირაკლი ღარიბაშივლმა ასი ევროპარლამენტარი კორუფციაში დაადანაშაულა და თქვა რომ მათ საქართველოს ომში ჩართვა სურთ. გარდა ამისა ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშივლი ევროკავშირის აგენტად მოიხესენია და განმარტა რომ ევროკავშირი მათი “აგენტის” გადასარჩენად ყველაფერს აკეთებს.