უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
“საქართველოს პარლამენტმა „უცხოური აგენტების შესახებ“ პუტინის სტილში შექმნილი სკანდალური კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა. ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება. ქართველები თავისუფალი ხალხია. ისინი არ მოითმენენ დიქტატურას. ისინი არ მოითმენენ რუსეთის გავლენას. ისინი გამოვიდნენ ქუჩაში და იცავდნენ დემოკრატიას,” – წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში.