ეს არის პირველი ნაბიჯი, რასაც სხვა ქმედებებიც უნდა მოჰყვეს – კრამონი რუსული კანონის ჩაგდებაზე | 10.03.2023

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტის ჩაგდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, რასაც სხვა ქმედებებიც უნდა მოჰყვეს.

„კარგია საქართველოსთვის, მაგრამ მაინც პირველი ნაბიჯია. კიდევ ბევრი რამ უნდა მოჰყვეს. რეფორმები სასამართლო და საარჩევნო სისტემებში, 12 პრიორიტეტი“, – წერს ევროპარლამენტარი.