აქცია პარლამენტთან რუსული კანონის ჩავარდნის პარალელურად | 10.03.2023

პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას ოვაციებით შეხვდნენ. ისმოდა შეძახილები –  „ჩვენ ვართ ევროპა!”, “საქართველო”.  სიტყვით გამომსვლელებმა, პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს, ურყევი შემართებისა და  თავდაუზოგავი ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები  ასევე ამბობენ, რომ რუსული კანონის ჩაგდება, ერთ-ერთი დიდი გამარჯვებაა, თუმცა,არა საბოლოო.

აქციის მონაწილეებმა, სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ კიდერს, გიორგი ვაშაძეს, – “დავიღალეთ პოლიტიკოსებით”, ამბობდნენ პარლამენტთან შეკრბილები, როგორც მათ აღნიშნეს, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიტიკური განცხადებები არ სურდათ.