ვნახავთ ყველა შესაძლებლობას, რომ ქართველმა ხალხმა მიიღოს რაც სურს და იმსახურებს- ნედ პრაისი | 08.03.2023

“ქართველ ხალხს მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება უნდა ჰქონდეს” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.  პრაისი თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს აქვს გარკვეული ინსტრუმენტები, რომ დააყენოს ნებისმიერი პირის პასუხისმგებლობა, რომელიც ადამიანის უფლებებს ხელყოფს. მისი თქმით, სანქციებთან დაკავშირებით კონკრეტულ პირებზე როგორც წესი, არ საუბრობს, თუმცა ახლოდან დააკვირდებიან კონტექსტს.