ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ოფისი განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ცუდი განვითარებაა საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის.
“საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ახალი კანონი “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ”. ეს ძალიან ცუდი განვითარებაა საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის. კანონი, მისი ამჟამინდელი ფორმით, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებს, რაც უარყოფით შედეგებს მოიტანს მრავალი ქართველისთვის, რომელიც სარგებლობს მათი საქმიანობით. ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს, გახდეს ევროკავშირის წევრი, რასაც მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა. მისმა საბოლოო მიღებამ შესაძლოა სერიოზული შედეგები იქონიოს ჩვენს შორის ურთიერთობებზე. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეასრულოს თავისი ვალდებულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის კუთხით და ახსენებს ხალხის უფლებას, გამართოს მშვიდობიანი პროტესტი,” – ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის განცხადება.