პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს სამოქალაქო საზოგადოებამ საკნონმდებლო ორგანოში ვერ გამოხატა, თუმცა მოქალაქეებმა სათქმელი პარლამენტის ეზოში თქვეს. რუსული კანონპროექტის განხილვის პარალელურად, აქციის მონაწილეებმა საკანონდმებლო ორგანოს კვერცხები დაუშინეს. „არა რუსულ კანონს“, „მონებო“, ეს ის ძირიათი გზავნილებია, რასაც, სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები, მესამე სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები აჟღერებენ. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნის ფონზე ევროკავშირის და საქართველოს დროშები გაშალეს.
აქციას შეუერთდენენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. მათი თქმით, რუსული კანონის მიღება ნიშნავს იმას, რომ წლის ბოლოს, საქართველოს ერვოკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ ექნება და დასრულდება ევროპული მომავლის პერსპექტივა
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს. მათ პარლამენტთან არსებული ერთ-ერთი შენობის კედელზე სიტყვა “რევოლუცია” დაწერეს.
პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს მადლობა საკანონმდებლო ორგანოს ფანჯრიდან გადაუხადეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა.