მისი მიღება იქნება შეუსაბამო საქართველოს მისწრაფებისთვის ევროკა – გერმანიის ელჩი რუსულ კანონზე | 06.03.2023

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი რუსულ კანონპროექტს ეხმიანება.

“როგორც საქართველოს მეგობარების, ევროკავშირის პოზიცია “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის” კანონპროექტის შესახებ რჩება იგივე: “კანონპროექტის მიღება იქნება შეუსაბამო საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებებისთვის, ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.” ამას გეუბნებით, როგორც მეგობარი” – წერს  საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში.