„აგენტების კანონის“ განხილვა, მწვავე დაპირისპირება, ჩხუბი და ურთიერთბრალდებები | 06.03.2023

ჩხუბის და დაპირისპირების ფონზე გაგრძელდა “ხალხის  ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში. ამჯერად, მოვლენების ეპიცენტრი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გახდა,  სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვამ მწვავე  დაპირისპირება გამოიწვია. დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ისმოდა შეძახილები “არა რუსულ კანონს”. დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა – ერთმანეთს “ოცნების” დეპუტატი ანრი ოხანაშვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

ფიზიკურ დაპირისპირებას ოპოზიციონერი დეპუტატების სხდომათა დარბაზიდან გაძევება მოჰყვა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვლმა ოპონტენტები არაკონსტუქციულ დიალოგში დაადაანაშაულა და გიორგი ვაშაძეს  “უსამშობლო კაცი” უწოდა.  ოხანაშვილი რეაგირების გარეშე ტოვებდა თანაპარტიელებისა და თანამოაზრეების ხმამაღალ რეპლიკებს ოპოზიციონერი დეპუტატების მისამართით. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კომიტეტის სხდომაზე  ბანერი, „ქართული ოცნების“ ლოგოთი –   „Русский военный корабль иди на .уй”  რუსული წარწერით გაშალეს.

ხმაურისა და დაძაბულობის ფონზე გაგრძელდა კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორთან, გურამ მაჭარაშვილთან პოლიტიკოსების მხრიდან კითხვების დასმის პროცესიც.  ოპოზიციონერი პოიტიკოსები ერთხმად ამბობდნენ რომ ამ კანონპროექტის მიღება  საქართველოს ევროინტერგრაციის პროცესს დააზიანებს.

მესამე სექტორის წარმომადგენლები კომიტეტზე ამტკიცებდნენ, რომ კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის, რასაც უმრავლესობის დეპუტატები არ ეთანხმებოდნენ.

დღეს, პარლამენტში კანონპროექტების განხილვა განსაკუთრებული მობილიზების ფონზე წარიმართა. კომიტეტის კარი დახურული იყო მედიისთვისაც. საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს ის ორგანიზაციები, რომლებამც რუსული კანონი მწვავედ გააკრიტიკეს.  თუმცა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იყვნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები რომლებიც “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტების მიღების მომხრეები არიან.

პროტესტის და ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს მხარი დაუჭრია. ოპოზიციონერი დეპუტატების ინფორმაციით, პარლამენტში გადაიდო ბუროს სხდომა, სადაც გადიოდა საკითხი პლენარულ სხდომაზე რუსული კანონპროექტების გატანასთან დაკავშირებით.  დეპუტატების  ცნობით, ბიუროს სხდომა ხვალ, 10:00 საათზე  ჩატარდება.  ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ისევ მწვავე პროტესტს აანონსებენ.